2022 წლის 28 თებერვალს 19 :00 სთ-ზე შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „გეოგრაფია“ დოქტორანტ მარიკა ავქოფაშვილის დისერტაციის „მძიმე ლითონებით დაბინძურებული ნიადაგების რემედიაცია” საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ლია მაჭავარიანი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ღონღაძე
დაცვა ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმით.